Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა რევაზ გაჩეჩილაძე


პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად დანიშნა რევაზ გაჩეჩილაძე, რომელიც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლადაც იმუშავებს. რევაზ გაჩეჩილაძე მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში; სხვადასხვა დროს იყო საქართველოს ელჩი ისრაელსა და სომხეთში. გაჩეჩილაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია.

XS
SM
MD
LG