Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო უგულავას საჩივარი


სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ადვოკატის საჩივარი, რომელიც ეხებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას უგულავას წინასწარ პატიმრობაში დატოვების თაობაზე. იუწყებიან, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზებს სასამართლო დღის განმავლობაში გაკეთებულ განცხადებაში განმარტავს. უგულავა 3 ივლისს, თბილისის აეროპორტში, კიევში გამგზავრების წინ დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი აქვს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის და მარნეულში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ ზეწოლისთვის.

XS
SM
MD
LG