Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციო სასამართლო: უგულავას საჩივარში არ არის დასაბუთებული დებულებათა მცდარობა


სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ადვოკატის საჩივარი, რომელიც ეხებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას უგულავას წინასწარ პატიმრობაში დატოვების თაობაზე. გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაცვის მხარის საჩივარში არ არის დასაბუთებული გასაჩივრებული განჩინების დებულებათა მცდარობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს. საქმის მასალებში არ მოიპოვება და არც საჩივრის ავტორებს არ წარმოუდგენიათ რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც არსებით გავლენას მოახდენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული აღკვეთის ღონისძიების მართლზომიერებაზე.“ უგულავა 3 ივლისს, თბილისის აეროპორტში, კიევში გამგზავრების წინ დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი აქვს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის და მარნეულში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ ზეწოლისთვის.

XS
SM
MD
LG