საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დღეს თბილისში შეხვდა პოლონეთის სენატის მარშალს ბოგდან ბორუსევიჩს, რომლის თქმით, პოლონეთის პარლამენტი უახლოეს მომავალში გაუკეთებს რატიფიკაციას ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმებას - მას შემდეგ, რაც შესაბამის დოკუმენტს მიიღებს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია უკვე მოახდინეს რუმინეთმა და ლიტვამ.