Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ურუგვაიში მარიხუანა ლეგალურად მომავალი წლიდან გაიყიდება


ურუგვაის პრეზიდენტმა ხოსე მუხიკამ განაცხადა, რომ მარიხუანის მაღაზიებში გაყიდვის დაწყება ერთი წლით გადაივადებს. მიზეზად მან „პრაქტიკული სირთულეები“ დაასახელა. კანაბისის გაყიდვა სახელმწიფო აფთიაქებში ნოემბრიდან უნდა დაწყებულიყო. ხოსე მუხიკამ გამოთქვა შიში, რომ თუ კანონის აღსრულება ნაჩქარევად მოხდებოდა, სახელმწიფოს მიერ წარმოებული მარიხუანა არალეგალურ ბაზრებზე აღმოჩნდებოდა.

XS
SM
MD
LG