Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვაზე უცხოელი სტუმრებიც ჩამოვლენ


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები დაესწრებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამგლოვიარო ცერემონიაში მონაწილეობისთვის თბილისს ეწვევიან აზერბაიჯანისა და სომხეთის პარლამენტების სპიკერები ოქტაი ასადოვი და გალუსტ სააკიანი, ავსტრიის იუსტიციის მინისტრი ვოლფგანგ ბრანდშტეტერი და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტაკაო მაკინო. შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან, აგრეთვე, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი, გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ჰანს-დიტრიხ გენშერი მეუღლითურთ, ესტონეთისა და ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტები არნოლდ რუიტელი და როზა ოტუნბაევა. ედუარდ შევარდნაძეს 13 ივლისს დაკრძალავენ თბილისში, კრწანისის რეზიდენციის ეზოში.

XS
SM
MD
LG