Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა და პოროშენკომ განიხილეს აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარება


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხუთშაბათს სატელეფონო საუბრისას განიხილეს მდგომარეობა აღმოსავლეთ უკრაინაში. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ პოროშენკომ ბაიდენს მიაწოდა ინფორმაცია უკრაინის ხელისუფლების საზავო წინადადებებზე და დაასახელა რამდენიმე ადგილი, როგორც უკრაინაში, ისე რუსეთსა და სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვა. მაგრამ, პოროშენკოს თქმით, ყველა ეს წინადადება უარყოფილ იქნა ან რუსეთის ან სეპარატისტების მიერ. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მიესალმა უკრაინის ხელისუფლების მცდელობას, აწარმოოს მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ბაიდენმა აცნობა პოროშენკოს, რომ აშშ-მა და მისმა პარტნიორებმა იმსჯელეს იმაზე, თუ რა სახის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს რუსეთს სეპარატისტების მხარდაჭერისათვის.

XS
SM
MD
LG