Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძის ცხედარი სამების ტაძარში გადაასვენეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ცხედარი გადაასვენეს სამების საკათედრო ტაძარში, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 13 ივლისის 15 საათამდე გაგრძელდება. ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს კვირას, კრწანისის რეზიდენციის ეზოში დაკრძალავენ. აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ედუარდ შევარდნაძის ოჯახს გაუგზავნა სამძიმრის წერილი, რომელიც დღეს ადრესატს გადასცა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ.

XS
SM
MD
LG