Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში საქართველოს საელჩო თანამემამულეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს


ისრაელისა და პალესტინელთა კონფლიქტის ესკალაციის გამო რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საგანგებო განცხადება გაავრცელა ისრაელში საქართველოს საელჩომ. განცხადების თანახმად, საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი, ისრაელის სამხრეთი და ცენტრალური რეგიონების ყველა დიდ დასახლებულ პუნქტში კი გახსნილია საზოგადოებრივი თავშესაფარი. საელჩოს განცხადებით, სარაკეტო თავდასხმის შემთხვევაში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ამ თავშესაფრებით სარგებლობა. საქართველოს საელჩოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულია ისრაელის შესაბამისი სამსახურების მიერ შემუშავებული ინსტრუქციები, რომლებითაც მოქალაქეებმა სარაკეტო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის შემთხვევაში უნდა იხელმძღვანელონ.

XS
SM
MD
LG