Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დაიწყო


საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი ტური ტარდება იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც პირველ ტურში ვერ გამოვლინდნენ გამარჯვებულები. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია თბილისის მერის არჩევნები, რომელშიც გამარჯვებული კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატს, დავით ნარმანიასა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს ნიკა მელიას შორის გამოვლინდება. დილიდან ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და კენჭისყრის პროცესი დაწყებულია. ამასთან დაკავშირებით პირველი საინფორმაციო ბრიფინგი ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გამართა. მისი თქმით, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და არ ყოფილა რაიმე სერიოზული პრობლემა. თამარ ჟვანიას განცხადებით, საინფორმაციო ბრიფინგები ორ საათში ერთხელ გაიმათება. აქტივობის შესახებ პირველი მონაცემები კი, 10:30 საათზე გახდება ცნობილი.

XS
SM
MD
LG