Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: ხმა მივეცი საბოტაჟისა და კოჰაბიტაციის დასრულებას


თვითმმართველობის არჩევნების განმეორებით ტურში საარჩევნო უბანზე მისულმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მან ხმას მისცა საქართველოში საბოტაჟის და ანტისახელმწიფოებრივი ქმედების დასრულებას. "მე ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ხალხის განვითარებას, ხალხის მშვიდობას, სტაბილურობას და რაც მთავარია მე მივეცი ხმა, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში დასრულდეს საბოტაჟი, კოჰაბიტაცია და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის. ჩვენ ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ და ერთად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისი მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ საკუთარი არჩევანი ნომერ 1 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. როგორც ნარმანია ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, იგი დარწმუნებულია, რომ გაიმარჯვებს.

XS
SM
MD
LG