Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი განაგრძობს იერიშებს ღაზის სექტორზე


120-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი ღაზის სექტორში, რომელზეც ისრაელის არმია მეხუთე დღეა განაგრძობს იერიშებს. 7 კაცი 12 ივლისს მას შემდეგ დაიღუპა, როდესაც ისრაელის არმიის ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა ქალაქების ღაზისა და ჯაბალიას მახლობლად მდებარე მეჩეთები. ისრაელის თქმით, პალესტინელ ექსტრემისტები რელიგიური დანიშნულების ობიექტებიდან აწარმოებენ სარაკეტო იერიშებს და ამით საფრთხის ქვეშ აყენებენ მშვიდობიან მოსახლეობას. ისრაელის პრემიერ-მინისტმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ საერთაშორისო ზეწოლას ის არ მოუხრის ქედს, და ვერ შეაჩერებს ღაზის სექტორზე ისრაელის არმიის იერიშებს. 11 ივლისს პრეს-კონფერენციაზე ნეტანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელი გააგრძელებს თავდასხმებს, სანამ პალესტინელების მხრიდან არ შეწყდება ღაზიდან რაკეტების სროლა.

XS
SM
MD
LG