Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ედუარდ შევარდნაძეს ეთხოვებიან


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე სამების საკათედრო ტაძრიდან გადაასვენეს. სამგლოვიარო პროცესია კრწანისის რეზიდენციისკენ მიემართება, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტს კრწანისის რეზიდენციის ეზოში, მეუღლის გვერდით, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. სამგლოვიარო ცერემონიის ოფიციალურ ნაწილს სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო დელეგაციები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციები და უცხოელი სტუმრები, მათ შორის აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი, გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე კანცლერი ჰანს დიტრიხ გენშერი და მისი მეუღლე ბარბარა გენშერი, თურქეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი ფარუქ ჩელიქი, აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე ოკტაი ასადოვი. ედუარდ შევარდნაძე 86 წლის ასაკში 7 ივლისს გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG