Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბასი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს დაიცვან პალესტინელები


პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი გაეროს მოუწოდებს „საერთაშორისო დახმარებას“ აღმოუჩინოს პალესტინელ ხალხს. 13 ივლისს გაკეთებულ განცხადებაში აბასმა „აუტანელი" უწოდა ვითარებას ღაზის სექტორში, სადაც ბოლო კვირის განმავლობაში 160-მდე ადამიანი დაიღუპა ისრაელის საავიაციო და სახმელეთო იერიშების შედეგად. საგანგებო მიმართვაში აბასი მოუწოდებს გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნს, რომ „პალესტინის სახელმწიფო გაეროს საერთაშორისო დაცვის სისტემაში ოფიციალურად ჩაერთოს და სასწრაფოდ შეიქმნას იურიდიული კომისია, რომელიც ვითარების მსვლელობას დააკვირდება.“

XS
SM
MD
LG