Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს


დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი ტოვებს თავის თანამდებობას. ეს პოსტი მას ოთხი წლის განმავლობაში ეკავა. ამ გადაწყვეტილების შესახებ ჰეიგმა ორშაბათს გამოაცხადა თავის „ტვიტერის“ ანგარიშზე. ჰეიგი, რომელიც პარლამენტში პირველად 1989 წელს აირჩიეს, აცხადებს, რომ გაისად მთლიანად ჩამოშორდება პოლიტიკას. ჰეიგის მოულოდნელი ნაბიჯი უკავშირდება პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის მიერ ხელისუფლებაში გატარებულ ცვლილებებს. როგორც მიმომხილველები ვარაუდობენ, ახალი დანიშვნების შესახებ კამერონი დღეს გამოაცხადებს.

XS
SM
MD
LG