მოსკოვში, სულ ცოტა, 10 ადამიანი შეიწირა მეტროში მომხდარმა ავარიამ. დაშავდა 100-ზე მეტი. ცნობების თანახმად, მსხვერპლი მოჰყვა მეტროში მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლას დილით, პიკის საათის დროს. როგორც საგანგებო მდგომარეობათა სამსახურის წარმომადგენელმა, იური აკიმოვმა ბრიფინგზე განაცხადა, მატარებლიდან მოხდა 200-მდე ადამიანის ევაკუაცია. ცნობების თანახმად, გრძელდება სამაშველო ოპერაცია.