Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა რუსეთს და მის მომხრეებს უკრაინაში შეიძლება ახალი სანქციები დაუწესოს


ევროპის კავშირის ლიდერებმა, რომლებიც 16 ივნისს ბრიუსელში მართავენ შეხვედრას, შეიძლება ახალი სანქციები დააწესონ რუსეთის და რუსეთის მომხრე სეპარატისტების წინააღმდეგ უკრაინაში. დიპლომატიური წყაროების გზით ცნობილი გახდა, რომ 28 სახელმწიფოს ლიდერები, ალბათ მიემხრობიან იმ უკრაინელების და რუსების სიის გაფართოვებას, რომლებსაც უყინავენ აქტივებს და უწესებენ სავიზო აკრძალვას. ცნობით, გაფართოვდება არეალი იმ პირებისა, ვისაც სანქციები შეეხება. ამასთან, აპირებენ საგანგებო ზომების მიღებას, კერძოდ რუსეთში ახალი პროქტებისთვის კრედიტების გაცემის შეჩერებას. თუმცა, ეს სანქციები არ არის ისეთი მკაცრი, როგორსაც აშშ და ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის პოლონეთი და ბალტიისპირეთი, უჭერდნენ მხარს რუსეთის ეკონომიკის მიმართ. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს უთხრა, ვაშინგტონი ევროპელ ლიდერებთან ერთად განიხილავდა რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხს, კონფლიქტის გამწვავების გამოო.

XS
SM
MD
LG