Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ დაადგინა, რომ ნიდერლანდი პასუხისმგებელია სრებრენიცაში სამასი კაცის მოკვლაში


სასამართლომ დაადგინა, რომ ნიდერლანდი პასუხისმგებელია 300 ბოსნიელი კაცის მოკვლაში 1995 წელს, სრებრენიცაში. ჰააგის სასამართლოს თანახმად, ნიდერლანდის სახელმწიფომ კომპენსაცია უნდა გადაუხადოს იმ სამასი კაცის ოჯახებს, რომლებიც გაეროს სამშვიდობო ჯარის ნიდერლანდელმა მეომრებმა სერბიის ძალებს გადასცეს და მათ ისინი შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. მოსამართლე, ლარისა არვინის თქმით, სამშვიდობო ჯარის ნიდერლანდის ბატალიონს უნდა სცოდნოდა, რომ 1995 წლის 13 ივლისს გადაცემულ კაცებს დახოცავდნენ, რადგან ცხადი იყო, რომ ბოსნიელი სერბები საომარ დანაშაულს სჩადიოდნენ. ამ კაცების დეპორტირებაში თანამშრომლობა უკანონო ქმედება იყო, თქვა მოსამართლემ. 8 ათასი ბოსნიელი სრებრენიცაში მოკლეს ბოსნიელმა სერბების ჯარისაცებმა, რომლებსაც გენერალი მარკო მლადიჩი მეთაურობდა. 1992-95 წლების ბოსნიის ომმა სულ 100 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.

XS
SM
MD
LG