Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში პრეზიდენტის ფიცი დადო ბაშარ ალ-ასადმა


სირიაში დღეს ფიცი დადო ბაშარ ასადმა, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც არჩეულ იქნა თანამდებობაზე მესამე ვადით, კიდევ ერთხელ, შვიდი წლით. საზეიმო ცერემონია დამასკში გაიმართა. კენჭისყრა, რომელშიც ასადმა 87 პროცენტი მიიმხრო, არ ჩატარებულა იმ არეალებში, სადაც საომარი მოქმედება მიმდინარეობდა და ასევე იქ, სადაც ოპოზიცია, ან რადიკალური ისლამისტები ბატონობდნენ. ოპოზიციამ ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. დასავლეთის შეფასებით, არჩევნების ჩატარებას ომის ქარცეცხლში გახვეულ ქვეყანაში, აზრი არ ჰქონდა. სირიაში დაპირისპირება მეოთხე წელია გრძელდება. სულ, ორივე მხარეს, ამ დროის განმავლობაში, 170 ადამიანი დაიხოცა. ქვეყნის მოსახლეობის მესამედი იძულებით გადაადგილებულ მოქალაქედ იქცა.

XS
SM
MD
LG