Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სემეკი: ელექტროენერგიის ტარიფი არ გაიზრდება


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ "ენერგო პრო ჯორჯიასთვის" სამომხარებლო ტარიფების შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით ბოლო დღეებში მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით უპასუხა. განცხადებაში ნათქვამია, - "ენერგო პრო ჯორჯიასათვის" სამომხმარებლო ტარიფის შესაძლო მატებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ეტაპზე ამგვარი პროგნოზების გაკეთება საფუძველს მოკლებულია.“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია აცხადებს, რომ დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და სრულად იღებს პასუხისმგებლობას ტარიფის გაანგარიშების პროცესზე.

XS
SM
MD
LG