Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის საგარეო უწყება: სანქციები შურისძიების პრიმიტიული მცდელობაა


აშშ-ის ახალი სანქციები უკრაინაში განვითარებული მოვლენებისთვის შურისძიების პრიმიტიულ მცდელობად შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვი იტოვებს საპასუხო ზომების უფლებას. რუსეთის საგარეო უწყება ირწმუნება, რომ უკრაინის შიდა კონფლიქტში მოსკოვი მხარეს არ წარმოადგენს. ამავე განცხადების თანახმად, რუსეთის იზოლირება შეუძლებელია, მასთან სანქციების ენით საუბარი კი უადგილო და კონტრპროდუქციულია.

XS
SM
MD
LG