Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში მოიგერიეს აეროპორტზე თავდასხმა


ავღანეთში პოლიციის ელიტურმა შენაერთმა მოიგერია თავდასხმა ქაბულის საერთაშორისო აერპორტზე - დახოცა იერიშში მონაწილე ოთხივე ექსტრემისტი. თავდასხმა 17 ივლისს დილით დაიწყო და მიმართული იყო აეროპორტის ტერიტორიაზე მშენებარე ობიექტის წინააღმდეგ. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი, სედიყ სედიყი ადასტურებს, რომ მოკლულია ოთხივე მოიერიშე. მისივე თქმით, ავღანეთის უშიშროების ძალებში მსხვერპლი არ ყოფილა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. ავღანეთში ამჟამად განმეორებით ითვლიან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მიცემულ ხმებს.

XS
SM
MD
LG