Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ თავის თვითმფრინავებს უკრძალავს აღმოსავლეთ უკრაინის თავზე ფრენას


აშშ-მ თავის თვითმფრინავებს აუკრძალა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილის თავზე ფრენა. როგორც აშშ-ის ფედერალური საავიაციო მმართველობის განცხადებაშია აღნიშნული, აკრძალვის შედეგად გაფართოვდა ზონა, სადაც ამერიკულ სამოქალაქო თვითმფრინავებს ეკრძალებათ ფრენა. აქამდე შეზღუდვა ეხებოდა ყირიმის ტერიტორიაზე არსებულ საჰაერო სივრცეს. რამდენიმე ხნით ადრე, საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპულმა ორგანიზაციამ დაკეტა უკრაინის საჰაერო სივრცე სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის.

XS
SM
MD
LG