სომხეთის ოფიციალურ პირთა თანახმად, ისინი მოელიან, რომ მათი ქვეყანა რუსეთის წინამძღოლობით შექმნილ ევრაზიულ კავშირს შეუერთდება ოქტომბერში. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ოვიკ აბრამიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოქტომბრის ბოლოს გაფორმდება ხელშეკრულება, რომელიც სომხეთს კავშირში შესვლის შესაძლებლობას მისცემს. ევრაზიის კავშირი შეიქმნა საბაჟო კავშირის ბაზაზე და რუსეთთან ერთად ის ბელორუსიამ და ყაზახეთმა დააფუძნეს. ევრაზიის კავშირი მოქმედებას იწყებს 2015 პრის პირველი იანვრიდან.
ყველაზე პოპულარული
1