Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა პატივი მიაგო უკრაინაში ავიაკატასტროფისას დაღუპულთა ხსოვნას


საქართველოს პარლამენტმა წუთიერი დუმილით მიაგო პატივი უკრაინაში, „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ტრაგედია მოხდა სუვერენულ უკრაინაში, რომელსაც სეპარატისტები აშკარად გარე ძალების დახმარებით ებრძვიან. „საქართველოს პარლამენტი უერთდება მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყნის და მოქალაქის ერთსულოვან განწყობას, რომ უნდა ჩატარდეს გამოძიება და დამნაშავე პირები, პოლიტიკური ძალები, თუ სახელმწიფოები სათანადოდ უნდა დაისაჯონ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

XS
SM
MD
LG