Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეპარატისტები სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე საერთაშორისო გამომძიებლებს დაუშვებენ


პრორუსულმა სეპარატისტებმა პირობა დადეს, რომ მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე დაუშვებენ საერთაშორისო გამომძიებლებს. თვითმფრინავში მყოფი ყველა, 298 ადამიანი, 7 ივლისს თვითმფრინავის სატასტროფაში, დაიღუპა. კატასტროფა მოხდა დონეცკის ოლქის აღმოსავლეთში, უკრაინაში, სადაც უკრაინის მთავრობა სეპარატისტებს ებრძვის. უკრაინის არმია და სეპარატისტული რაზმები ერმანეთს ადანაშაულებენ თვითმფრინავის ჩამოგდებაში. სეპარატისტებმა თავიდან განაცხადეს, რომ მიაგნეს ორივე ეგრეთწოდებულ „შავ ყუთს,“ მაგრამ შემდეგ უარყვეს ეს. ეუთოს თანახმად, მისი მეთვალყურეები ავარიის ადგილას 18 ივლისს აპირებდნენ მისვლას. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გამოვიდა მოწოდებით, დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი და დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკება კიევს და სეპარატისტებს შორის. 18 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭო იმსჯელებს. მსოფლიოს შიდსის კვლევის საზოგადოება გლოვობს თავის კოლეგებს, რომლებიც იმ 298 მგზავრს შორის იყვნენ, რომლებიც დაიღუპნენ თვითმფრინავში.შიდსის ათეულობით ექსპერტი ავსტრალიაში მიფრინავდა შიდსისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე.

XS
SM
MD
LG