Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო თვითმფრინავის ჩამოგდების დამოუკიდებელ გამოძიებას მოითხოვს


გაეროს უშიშროების საბჭო ერთხმად გამოდის მოწოდებით, მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გარემოებათა დასადგენად ჩატარდეს სრული, ღრმა და დამოუკიდებელი გამოძიება. თვითმფრინავში მყოფი ყველა, 298 ადამიანი, 17 ივლისს ამ საავიაციო კატასტროფაში დაიღუპა. ნიუ იორკში საბჭოს სხდომაზე, საბჭომ გააფრთხილა ყველა მხარე, გამომძიებლებს მომხდარის ადგილზე მისვლის შესაძლებლობა მისცენ. განცხადებაში, რომელიც კონსენსუსის გზით მიიღეს, საბჭო გამოდის მოწოდებით „შესაბამისი ანგარიშვალდებულებისკენ. საბჭომ წუთიერი დუმილით პატივის სცა დაღუპულებს. უკრაინა და რუსეთის მომხრე სეპარატისტები ერთმანეთს ადანაშაულებენ თვითმფრინავის ჩამოგდებაში. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ვაშინგტონს ძლიერი ეჭვი აქვს, რომ „ბოინგი“ მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედებმა უკრაინელმა სეპარატისტებმა ჩამოაგდეს.

XS
SM
MD
LG