Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა „ღრმა წუხილს გამოთქვამს“ ღაზის სექტორში შექმნილი ვითარების გამო


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ ვაშინგტონი „ღრმად არის შეშფოთებული ესკალაციის შემდგომი საფრთხისა და მრავალი უდანაშაულო ადამიანის მსხვერპლის გამო.“ ვაშინგტონში სატელევიზო მიმართვის დროს 18 ივლისს ობამამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვაშინგტონი პატივს სცემს ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი მიწა, თუმცა, აშშ-ის ლიდერმა მოუწოდა ისრაელის ხელმძღვანელობას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს სამშვიდობო მოსახლეობაში მსხვერპლი პალესტინის ექსტრემისტულ დაჯგუფებებზე ისრაელის მხრიდან განხორციელებული იერიშების დროს. 10 დღიანი საავიაციო იერიშების შედეგად, რაც ჰამასის დაჯგუფებების გასანადგურებლად ტარდებოდა, 17 ივლისს ღაზის სექტორზე ისრაელის არმიამ შეზღუდული სახმელეთო ოპერაცია წამოიწყო.

XS
SM
MD
LG