Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი: სარაკეტო სისტემა რუსეთიდან მოხვდა სეპარატისტთა ხელში


აშშ-ის შეფასებით, სარაკეტო სისტემა, „ხმელეთი-ჰაერი“, რომელმაც ჩამოაგდო მალაიზიის თვითმფრინავი, რუსეთიდან იქნა შეტანილი უკრაინაში. ამის თაობაზე კერიმ განაცხადა 20 ივლისს, თავის გამოსვლაში „სი-ენ-ენ-ის“ ეთერში. კერიმ თქვა, რომ, ცხადია, ეს სისტემა რუსეთიდან მოხვდა სეპარატისტების ხელში, მისი თქმით, აშშ-მა დარწმუნებით იცის, რომ ასეთი სისტემა, უკრაინის არმიას ინციდენტის უშალო სიახლოვეში არ ჰქონიაო. კერის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა თავის რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს სულ მალე დაელაპარაკება. აშშ-ის დაზვერვამ დაადასტურა კიევის მიერ მოპოვებული აუდიო ჩანაწერის ავთენტურობა. ამ საუბრისას სეპარატისტთა შორის, ნათქვამია, რომ ერთმა ნაწილმა თვითმფრინავი ჩამოაგდო. ამის თაობაზე კიევში აშშ-ის საელჩო იტყობინება.

XS
SM
MD
LG