Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო უმცირესობა არ აპირებს მთავრობის განახლებული შემადგენლობის მხარდაჭერას


საქართველოს მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას ნდობა პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს. მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის განმარტებით, ახალი შემადგენლობის შესახებ ეცნობება საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც თავის მხრივ, მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობის მოსაპოვებლად პარლამენტს ერთი კვირის ვადაში წარუდგენს. საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობის მხარდაჭერას არ აპირებს საპარლამენტო უმცირესობა. დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან ირმა ნადირაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს არაადეკვატური უწოდა. "მოსახლეობას აწუხებს სამუშაო ადგილების ნაკლებობა, ეკონომიკური პრობლემები და კრიმინალი, თუმცა, ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრები ნოდარ ხადური და ალექსანდრე ჭიკაიძე თანამდებობებზე დარჩნენ“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოში გადაწყვეტილებებს არა დღევანდელი, არამედ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იღებს.

XS
SM
MD
LG