Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა ჯარს უბრძანა ბრძოლის შეწყვეტა ავიაკატასტროფის ადგილთან


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ჯარს უბრძანა ბრძოლის შეწყვეტა ავიაკატასტროფის ადგილიდან 40-კილომეტრიან რადიუსში. პოროშენკოს თქმით, შეიარაღებულ სეპარატისტებს აღარა აქვთ არანაირი გამართლება, რატომ უშლიან ხელს მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე გამომძიებლების მისვლას. მანამდე სეპარატისტები ექსპერტებისთვის ხელის შეშლის მიზეზად ასახელებდნენ „არასაკმარის უსაფრთხოებას“, რადგან, მათი თქმით, უკრაინის მთავრობის ჯარები საომარ მოქმედებებს აწარმოებენ რაიონში, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა. უკრაინის პრეზიდენტმა რუსი ექსპერტებიც მიიწვია ავიაკატასტროფის მიზეზების დადგენაში მონაწილეობის მისაღებად. დღესვე უფრო ადრე, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რომ კიევი უცხოელ ექსპერტებს ჩააბარებს კონტროლს გამოძიებაზე მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას. ამასთან, უკრაინა გამოდის ინიციატივით, რომ პროცესს ნიდერლანდი გაუძღვეს. იაცენიუკმა კიევში 21 ივლისს თქვა ასევე, რომ კიევი „დასავლელ პარტნიორებს“ მიანდობს ავიაკატასტროფის გამოძიების კოორდინირებას. კიევის ინფორმაციით, ამ დროისთვის ნაპოვნია 272 გვამი. 17 ივლისის ავიაკატასტროფამ სულ 298 ადამიანი შეიწირა. როგორც იაცენიუკმა აღნიშნა, უკრაინა დარწმუნებულია, რომ ავიალაინერი ჩამოგდებულ იქნა რაკეტით, სავარაუდოდ Buk M1 ტიპის სარაკეტო სისტემის გამოყენების შედეგად. იაცენიუკის თქმით, მოსკოვი აძლევს იარაღს და წვრთნის სეპარატისტებს უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ საბრძოლველად.

XS
SM
MD
LG