Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათობით ადამიანი დაიღუპა ტრიპოლის აეროპორტთან ბრძოლის შედეგად


ლიბიელი ოფიციალური პირების ცნობით, ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს დედაქალაქ ტრიპოლის საერთაშორისო აეროპორტის გარშემო. შეტაკებებში ჩართული არიან ერთმანეთთან დაპირისპირებული შეიარაღებული ჯგუფები. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რომელიც 20 ივლის გვიან საღამოს გამოქვეყნდა სამინისტროს ვებსაიტზე, 47 ადამიანი დაიღუპა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. ბრძოლა დაიწყო რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა გავლენიანმა შეიარაღებულმა ჯგუფმა გამოთქვა მზადყოფნა, ბოლო მოუღოს შეტაკებებს, რომლებიც მძიმე პრობლემებს უქმნის ლიბიას. ტრიპოლის აეროპორტთან ბრძოლა ყველაზე ინტენსიური შეტაკებაა 2011 წელს მოამარ კადაფის მმართველობის დახმობის შემდეგ.

XS
SM
MD
LG