Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა უარყოფს თვითმფრინავის ჩამოგდების რუსულ ვერსიას


უკრაინა უარყოფს მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდების რუსულ ვერსიას, რომლის თანახმადაც უკრაინის მთავრობის ჯარებმა ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემები შეიყვანეს რაიონში, საიდანაც რაკეტა იქნა გასროლილი და რომ უკრაინის სამხედრო თვითმფრინავი იყო ჰაერში იმ დროს, როცა ავიალაინერს ესროლეს. ამ შინაარსის განცხადება, რომლითაც რუსული მხარე უკრაინის ბრალეულობაზე მიანიშნებს, 21 ივლისს გააკეთა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა ანდრეი კარაპოლოვმა. როგორც ამ განცხადების საპასუხოდ აღნიშნა უკრაინის უშიშროების საბჭოს პრესმდივანმა ანდრეი ლისენკომ, მტკიცებულებები მიანიშნებს, რომ რაკეტა „ისროლეს ტერორისტებმა, რომლებმაც იარაღი და სპეციალისტები მიიღეს რუსეთის ფედერაციისაგან“.

XS
SM
MD
LG