Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანია ოპტიმისტურად უყურებს ქვეყნის თავდაცვის გაძლიერებას


თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიას მომავალ წელს სამხედრო უწყებისათვის ბიუჯეტის 11 %-ით გაზრდას იმედი აქვს. ამის შესახებ ალასანიამ განცხადება რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა და დეპუტატების მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა ანტისატანკო და საჰაერო თავდაცვით სისტემებთან დაკავშირებით დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა და განმარტა, რომ ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ მიმდინარე მოლაპარაკებები რაციონალურ ვადებში დასრულდება. ალასანიას ინფორმაციით, რამდენიმე თვეში ხონში დასრულდება ბაზა, რომლის მშენებლობაც ბოლო 4 წლის განმავლობაში შეჩერებული იყო. მინისტრის თქმით, ძველი, რუსული, საბჭოთა სამხედრო ბაზის აღდგენა დაიწყება ახალქალაქშიც, სადაც ჩვენი საბაზისო წვრთნები ჩატარდება. "ასევე პრინციპული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უახლოეს პერიოდში ჩვენი ძალების განთავსების სქემასა და დისლოკაციის სტრატეგიასთან დაკავშირებითაც", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

XS
SM
MD
LG