Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: რუსეთის პრეზიდენტი „დამნაშავეა“ მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდებაში


აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-მდივნის, ჯოშ ირნესტის განცხადებით, მალაიზიის თვითმფრინავი ჩამოგდებულია რაკეტით, რომელიც რუსეთის მომხრე სეპარატისტების მიერ გაკონტროლებული ტერიტორიიდან ისროლეს. ამასთან დაკავშირებით, ვაშინგტონი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მიიჩნევს "დამნაშავედ" ავიაკატასტროფაში, რომლის შედეგადაც 298 ადამიანი დაიღუპა. პარასკევს ჯოშ ირნესტმა ასევე დაადასტურა, რომ აშშ განაგრძობს ევროკავშირთან და „დიდი შვიდეულის“ წევრებთან ერთად მუშაობას მოსკოვის მიმართ სანქციების გასამკაცრებლად. ასევე პარასკევს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გამოათქვა ვარაუდი, რომ რუსეთმა შაბათს შესაძლოა რამდენიმე სარაკეტო დანადგარი გადასცეს სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში. პენტაგონის პრესმდივნის, სტივ უორენის თქმით, აშშ-ს ხელთ აქვს მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ რუსეთი აპირებს სეპარატისტებს უახლოეს მომავალში მიაწოდოს „მძიმე და უფრო რთული სისტემები“. უორენის თქმით, რუსეთმა ამ ტიპის იარაღი განათავსა უკრაინასთან საზღვრის მახლობლად და შეუძლია ის „ნებისმიერ დროს“ გადასცეს მეამბოხეებს.

XS
SM
MD
LG