Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის ადვოკატი: უწყებაში არ წერია, რომელ საკითხს ეხება გამოძიება


საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ოთარ კახიძის განცხადებით, ადვოკატები სააკაშვილის ინტერესებს დაიცავენ ყველა შიდა სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მექანიზმებით. ამასთან, კახიძის თქმით, დაკითხვაზე სააკაშვილის დაბარების უწყებაში არ არის მითითებული, კონკრეტულად რომელ საკითხზეა გამოძიება დაწყებული და რაზე უნდა გასცეს მოწმემ პასუხი. წუხელ გავრცელდა ცნობა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში დაიბარეს. ცნობების თანახმად, ის ორშაბათს, 28 ივლისს არის დაბარებული მოწმის სახით, პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, „საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად“. აქამდე სააკაშვილი ერთხელ უკვე იყო დაბარებული საქართველოს პროკურატურაში - წელს, 22 მარტს, როცა უპირებდნენ დაკითხვას სისხლის სამართლის ათ საქმეზე, მათ შორის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და სხვა საქმეებზე. მაშინ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ ჩასულა და ის არ დაუკითხავთ. ყოფილი პრეზიდენტი ახლაც უცხოეთში იმყოფება.

XS
SM
MD
LG