Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ქალაქ გორლივკაში ბრძოლამ 10-ზე მეტი ადამიანი შეიწირა


უკრაინის ქალაქ დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის წარმომადგენლების ცნობით, სულ ცოტა, 13 ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა ქალაქ გორლივკაში ბრძოლების შედეგად. ცნობაში ნათქვამია, რომ მსხვერპლი მოჰყვა სამხედრო მოქმედებებს. და არ არის დაზუსტებული, რომელ მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა. უკრაინის ჯარებმა 26 ივლისს დაიწყეს ოპერაცია დონეცკის რეგიონში რუსეთის მომხრე სეპარატისტების წინააღმდეგ. როგორც იუწყებიან, ბრძოლები მიმდინარეობს გორლივკასთან, რომელიც ქალაქ დონეცკის ჩრდილოეთით, 45-მდე კილომეტრში მდებარეობს. ადგილობრივ სამედიცინო პერსონალს არ გააჩნია ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ - მისი ცნობით, ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს და მედიკოსები ვერ ახერხებენ შეტაკებების ადგილთან მიახლოებას. ამასობაში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 21-დან 26 ივლისამდე გადაღებული სატელიტური გამოსახულებები, რომლებიც, ვაშინგტონის განცხადებით, აჩვენებს, რომ რუსეთის ტერიტორიიდან საარტილერიო ცეცხლს უშენდნენ აღმოსავლეთ უკრაინას, სეპარატისტების მხარდასაჭერად.

XS
SM
MD
LG