Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: წამიყენეს „წმინდა სახის პოლიტიკური ბრალდება“


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოეხმაურა მთავარი პროკურატურის მიერ მისთვის ბრალდების წაყენებას და ამას „წმინდა სახის პოლიტიკური ბრალდება“ უწოდა. „ერთი რუსი ოლიგარქი ბრალად მიყენებს მეორე რუსი ოლიგარქის მიერ მოწყობილ არეულობების და გადატრიალების მცდელობის ჩაშლას და ეს ხდება 2008 წლის ომის წლისთავის წინ“ - წერს მიხეილ სააკაშვილი. დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად წაუყენა ბრალი მომიტინგეთა მასობრივად დარბევაში, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებაში. ასეთივე ბრალდება წაუყენეს სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს ივანე მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და გიგი უგულავას. ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა პროკურორმა კოკა კაციტაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ბრალდება ეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

XS
SM
MD
LG