Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ჯგუფები აცხადებენ, რომ მზად არიან ზავი დაიცვან


ისრაელის ძალებთან მებრძოლი პალესტინელთა ჯგუფები მზადყოფნას გამთქვამენ 24-საათიანი ზავის დასაცავად. პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, იასირ აბედ რაბომ ჟურნალისტებს 29 ივლისს განუცხადა - „პალესტინელთა ლიდერებთან და ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციების შემდეგ, ვაცხადებთ მზადყოფნას 24 საათის განმავლობაში ჰუმანიტარული ზავის დასაცავადო“. ისრალელელი ოფიციალური პირების მხრიდან ჯერჯერობით პასუხი არ არის. სამკვირიანი ბრძოლის განმავლობაში დაზავების რამდენიმე მცდელობა მარცხით დასრულდა. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სფეროს მუშაკი, აშრაფ ალ-კიდრა აცხადებს, რომ 29 ივლისს სულ მცირე 100 პალესტინელი დაიღუპა, მას შემდეგ, რაც ისრაელმა გააქტიურა საჰაერო იერიშები. პარალელურად, ღაზიდან ექსტრემისტებმა გვირაბით შეაღწიეს ისრაელში და ხუთი ჯარისკაცი მოკლეს. ღაზის კონფლიქტს საერთო ჯამში 1,100-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, ძირითადად სამოქალაქო პირები. ისრაელის მხრიდან დაიღუპა 53 სამხედრო და სამი სამოქალაქო პირი.

XS
SM
MD
LG