Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში 20 კაცი დაიღუპა


19 კაცი დაიღუპა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკის ოლქში, სადაც უკრაინის არმია სამხედრო ოპერაციას ახორციელებს პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების წინააღმდეგ. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, დაჭრილთა რიცხვი 30-ს აღემატება. კიდევ ერთ რეგიონში, ლუგანსკში, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაიღუპა ერთი და დაიჭრა ათი ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამხედრო ოპერაცია ათასობით მოქალაქისთვის აფერხებს წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდებას.

XS
SM
MD
LG