საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სახელმწიფო პროგრამის – "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, სექტემბრიდან ახალი სახალხო პროგრამა ამოქმედდება. "კავკას-პრესის" ცნობით, პროგრამა საქართველოს ყველა რეგიონში მიკროსაწარმოების შექმნას ისახავს მიზნად. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს. საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება მიეცემა, პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოსგან საჩუქრად მიიღოს 5000 ლარამდე ფინანსური დახმარება, ასევე, საგანმანათლებლო და საინფორმაციო მხარდაჭერა, რათა შექმნას მიკროსაწარმო და მოახდინოს მისი თვითდამკვიდრება და განვითარება.
ყველაზე პოპულარული
1