ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ჯარში დამატებით 16 ათასი რეზერვისტის გაწვევის შესახებ, რაც გამოწვეულია ღაზის სექტორში „ჰამასის“ ექსტრემისტული დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების აუცილებლობით. ამგვარად, გაწვეულ რეზერვისტთა საერთო რაოდენობამ 86 ათასი შეადგინა.