ღაზაში გამოცხადებული ზავი დაწყებიდან რამდენიმე საათში დაირღვა. პალესტინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისრაელმა დაიწყო დაბომბვა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა. ისრაელმა კი პალესტინელ სამხედროებს დასდო ბრალი ზავის პირობების უხეშ დარღვევაში. მანამდე ისრაელი და ექსტრემისტული დაჯგუფება ჰამასი შეთანხმდნენ, რომ ღაზის სექტორში 72 საათის განმავლობაში უპირობო ზავს დაიცავენ.
ყველაზე პოპულარული
1