Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს


ეუთოს მინსკის ჯგუფის ამერიკელმა თანათავმჯდომარე ჯეიმს უორლიკმა შეშფოთება გამოთქვა მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში „ძალადობის უეცარი მატების“ გამო. უორლიკმა საკუთარი ტვიტერის მეშვეობით გაავრცელა განცხადება „ზავის პირობებს პატივი უნდა ეცესო“. ამ განცხადების ფონია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობა, რომლის მიხედვითაც სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეუტიეს აზერბაიჯანის პოზიციებს და 8 ჯარისკაცი მოკლეს სამი დღის განმავლობაში. სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესსპიკერმა არწრუნ ჰოვანესიანმა კი რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი უფრო დიდი იყო და შეტაკებების პროვოცირებაში ბაქო დაადანაშულა. 31 ივლისს, მთიანი ყარაბაღის დეფაქტო მთავრობამ გამოაცხადა, რომ მათი ორი ჯარისკაცი დაიღუპა აზერბაიჯანის ჯარებთან შეტაკებისას.

XS
SM
MD
LG