Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ფეხბურთის მატჩის დროს მომხდარ ინცინდენტზე ისაუბრებს


საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის გაიმართა სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც, კერძოდ, შეეხო აზერბაიჯანში საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს. საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა საუბრისას აღნიშნეს, რომ მსგავსი ინციდენტები ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს. ბაქოს "ნეფთჩისა" და საჩხერის "ჩიხურას" გულშემატკივრებს შორის, გუშინდელი მატჩისას, ჩხუბი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი "ჩიხურას" ფანების მიერ სტადიონზე საქართველოს რუკის ჩამოკიდება გახდა, სადაც ზაქათალა და კახი საქართველოს ტერიტორიად იყო აღბეჭდილი. პოლიციამ დააკავა რამდენიმე ქართველი გულშემატკივარი, რომლებსაც შეხვედრის დასრულების შემდეგ სამართალდამცველებთან კონფლიქტი მოუვიდათ. ისინი გუშინვე გაათავისუფლეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამართალდამცველ ორგანოებს დაავალა გამოიძიონ და გამოავლინონ მომხდარი ინცინდენტის ორგანიზატორები.

XS
SM
MD
LG