კინორეჟისორმა გიორგი ხაინდრავამ შიზოფრენია უწოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, ერეკლე კოდუას განცხადებას, თითქოს ბადრი პატარკაციშვილმა მას ხაინდრავას მკვლელობა დაუკვეთა. ამის თაობაზე მიმალვაში მყოფმა ერეკლე კოდუამ ტელეკომპანია „რუსთავის 2“-თან ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატარკაციშვილის სურვილი იყო, მომკვდარიყო მისი გუნდის ოთხი წევრი, რაც ხელისუფლებას დაბრალდებოდა. "ეს არის შიზოფრენია და ავადმყოფობა. კოდუას იმ ცუდი ოფიციანტივით მოუვიდა, დაკვეთები რომ ერევა ხოლმე – როგორც ჩანს ჩემი მკვლელობა სააკაშვილმა და მერაბიშვილმა დაუკვეთეს და პატარკაციშვილს გადააბრალა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს გოგა ხაინდრავამ.
ყველაზე პოპულარული
1