Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი ღაზაზე იერიშს ახორციელებს და დაკარგულ სამხედროს ეძებს


ისრაელმა 2 აგვისტოს დაბომბა ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქი რაფა. პარალელურად, ისრაელელი სამხედროები განაგრძობენ დაკარგული სამხედროს, ჰადარ გოლდინის ძებნას, რომელიც, გავრცელებული ვარაუდით, ჰამასმა ჩაიგდო ტყვედ 72-საათიანი ზავის დამრღვევ შეტევაში. 2 აგვისტოს რაფაზე და მის სიახლოვეს განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს სულ მცირე 35 პალესტინელი ემსხვერპლა. ისრაელი აცხადებს, რომ სამხედრო ჰამასმა თავდასხმის დროს აიყვანა ტყვედ მას შემდეგ, რაც 1 აგვისტოს ამოქმედდა საერთაშორისო შუამავლობით შემუშავებული ზავი. ჰამასმა 2 აგვისტოს უარყო სამხედროს ტყვედ აყვანის ცნობა. პარალელურად, ეგვიპტის პრეზიდენტი, აბდელ ფატა ალ-სისი აცხადებს, რომ მისმა ქვეყანამ შეიმუშავა საზავო გეგმა, რომელიც ისრაელსა და ჰამასს შორის ღაზაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების შესაძლებლობას ქმნის. თუმცა ალ-სისი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ დროის დაკარგვა კიდევ უფრო მეტად გაართულებს ვითარებას. მას შემდეგ, რაც ისრაელმა სამი კვირის წინ შეტევა დაიწყო, დაიღუპა 1,500-ზე მეტი პალესტინელი, ძირითადად სამოქალაქო პირი. ისრაელის მხარეს მოკლულ იქნა 61 სამხედრო და სამი სამოქალაქო პირი.

XS
SM
MD
LG