Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: აბდულა შეუერთდება ავღანეთში ბიულეტენების შემოწმების პროცესს


გაეროს განცხადებით, ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, აბდულა აბდულა დათანხმდა შეუერთდეს ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების შემოწმების პროცესს. 3 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში გაერო წერს, აბდულას გუნდმა გაეროს შეატყობინა, რომ „ხვალიდან განაახლებს აუდიტის პროცესში მონაწილეობასო“. დღემდე აბდულა უარს აცხადებდა პროცესში ჩართვაზე. აბდულამ უარყო 14 ივნისს გამართული არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგი, რომლის თანახმად გამარჯვება მის მეტოქეს, აშრაფ ღანის ერგო. რვა მილიონამდე ბიულეტენის შემოწმება გასულ თვეში შეფერხდა, მეტოქეებს შორის ტექნიკურ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო. აბდულას გუნდმა 3 აგვისტოს გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელიც, მათი თქმით, ასახავს ვიცე-პრეზიდენტ მუჰამედ კარიმ ხალილის მიერ არჩევნების ღანის სასარგებლოდ გაყალბებისკენ გამოთქმულ მოწოდებას. ხალილიმ და ღანის საარჩევნო გუნდმა აუდიოჩანაწერს ყალბი უწოდეს.

XS
SM
MD
LG