Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა მიხაილ ხოდორკოვსის დედა, მარინა ხოდორკოვსკაია


79 წლის ასაკში გარდაიცვალა მიხაილ ხოდორკოვსკის დედა, მარინა ხოდორკოვსკაია. რუსეთის მედიაში გავრცელებული ცნობებით, ის ბერლინის კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც კიბოს მკურნალობდა. მისი ვაჟი, მიხაილ ხოდორკოვსკი, ერთ დროს რუსეთის უმდიდრესი ადამიანი იყო და ხელმძღვანელობდა ამჟამად გაუქმებულ ნავთობკომპანია იუკოსს. ის 2003 წელს გადასახადების გადაუხდელობის და გაფლანგვის ბრალდებებით დააპატიმრეს - რასაც ბევრი პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებად აღიქვამდა. ხოდორკოვსკიმ 10 წელიწადი გაატარა ციხეში, 2013 წლის დეკემბერში ის შეიწყალეს და გამოუშვეს. გათავისუფლებიდან ცოტა ხანში ხოდორკოვსკი ბერლინში გაფრინდა.

XS
SM
MD
LG