Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორშაბათს ღაზის სექტორის დიდ ნაწილში შეწყდება საბრძოლო მოქმედებები


ისრაელის სამხედროების განცხადებით, ორშაბათს, ადგილობრივი დროით დილის ათი საათიდან, ღაზის სექტორის დიდ ნაწილში ისინი შეწყვეტენ საბრძოლო მოქმედებებს. როგორც ისრაელის არმიის განცხადებაშია ნათქვამი, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ შესაძლებელი იქნება ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა და დევნილების შინ დაბრუნება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ შეეხება ღაზის სამხრეთში, ქალაქ რაფაჰის ირგვლივ მდებარე რაიონებს, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს ბრძოლა.

XS
SM
MD
LG